ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი twitter-ზე ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
იან კელი წერს, რომ მელიას დაპატიმრება ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო ააღელვებს და მოლაპარაკებებს გაწელავს.
„მელიას დაკავება და დაპატიმრება ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო ააღელვებს და მრავალპარტიულ პარლამენტამდე მისაღწევ მოლაპარაკებებს კიდევ უფრო გაწელავს. მთავრობამ უნდა გაანეიტრალოს სიტუაცია და აღნიშნული მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს“, – წერს კელი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.