ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა twitter-ში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
ის წერს, რომ საქართველოში მოვლენები იმედისგამაცრუებლად განვითარდა, ოპოზიციური ლიდერის დაკავება კი დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის წვერია.
„საქართველოში აბსოლუტურად იმედის გამაცრუებელი მოვლენები ვითარდება. ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიული უკუსვლის აისბერგის წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიის გაზრდა ევროპისკენ წინსვლის გზა არ არის“, – წერს ჩეხი პოლიტიკოსი.
Absolutely disappointing development in #Georgia. Arresting opposition leader #NikaMelia is a tip of the iceberg of its democracy backsliding. Adding more political prisoners on the list is not the way to progress towards Europe. #GeorgiaCrisishttps://t.co/GM8GtQOluK
— Markétka Gregorová (@MarketkaG) February 23, 2021
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.
შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.