მელიას საკანში ბუღაძის „პატარა ქვეყანა“ და სხვა წიგნები შევუგზავნეთ - უგულავა

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ნიკა მელიას საკანში რამდენიმე წიგნი შეუგზავნა. მისი თქმით, მხატვრული ლიტერატურა ციხეში ყველაზე კარგად იკითხება, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ მელიას ციხეში ბევრი წიგნის წაკითხვა არ მოუწევს და მალე გათავისუფლდება.

„ერთი – ლაშა ბუღაძის „პატარა ქვეყანა“ ლაშასგანაა საჩუქარი. რამდენიმე ისტორიული მონოგრაფია უახლოეს ისტორიაზე და სხვა [წიგნები].

მხატვრული ლიტერატურა ციხეში ყველაზე კარგად იკითხება. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვიცალე, რომ კარგად გადამეწყო და იმედი მაქვს, ბევრი წიგნი არც დასჭირდება, იმიტომ, რომ მალე გამოვა. მაგრამ ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

ასევე, ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე. სქელტანიანი წიგნია და ადამიანს გარეთ როცა არ სცალია, ასეთი „აგურებივით წიგნები“ ციხეში კარგად იკითხება“, – თქვა უგულავამ „TV პირველის“ ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ, რა წიგნები გაუგზავნეს ნიკა მელიას საპატიმროში.