მელიას საქმის მოსამართლემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

მოსამართლემ  ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას დაცვის მხარის შუამდგომლობა, მოსამართლის აცილების შესახებ, არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა.

მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას. მისი თქმით,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს მოსამართლე უბრალოდ გაახმოვანებს მას.

ბრალდების მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. პროკურორის თქმით, დაცვის მხარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.


თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.