თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ორმხრივად იმოძრავებს

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, მელიქიშვილის ქუჩაზე საავტომობილი მოძრაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, სავარაუდოდ, ორმხრივი გახდება. როგორც „პუბლიკას“ მერიის პრესსამასახურში განუცხადეს, ექსპერტების მოსაზრებით, ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება.

„2022 წელს იგეგმება მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, ისევე, როგორც ქეთევან დედოფლის გამზირის. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება სატრანსპორტო სქემების გადალაგება, სავარუადოდ, მელიქიშვილის ქუჩა გახდება ორმხრივი, რადგან ექპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი“, – განუცხადეს „პუბლიკას“ მერიის პრესსამსახურში.

მერიის ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისში ტენდერი გამოცხადდება და დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

შესწორება: თავდაპირველად მერიის პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე ორმხრივად ყველანაირი ტიპის ტრანსპორტი იმოძრავებდა, თუმცა მოგვიანებით მერიაში ინფორმაცია დააზუსტეს და გვაცნობეს, რომ მოსალოდნელი ცვლილება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება.