მომღერალი ქეთი მელუა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამ არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მელუა ამბობს რომ ის შეეცდება, საქართველოს ევროპული მომავლისთვის სწორი არჩევანი გააკეთოს.
„პოლიტიკა ჩემი ინტერესის სფეროში არ იყო ადრე, მაგრამ ვიცი, რომ ახლა, როგორც დიასპორის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომ შემიძლია, ოქტომბერში ხმა მივცე პარტიას, რომელიც საქართველოს კარგი მიმართულებით წაიყვანს. ვხვდები, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ იცით, რომ საქართველო ძალიან მიყვარს.
პირველად ცხოვრებაში ძალიან ფრთხილად შევხედავ ამ პროცესს და ყველაფერს ვიზამ, რომ ვისწავლო და ამოვარჩიო და ხმა მივცე ყველაზე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს. მე, როგორც მუსიკოსი, რომელმაც ევროპაში ტურები გააკეთა და ბევრი ქვეყანა ვნახე, მჯერა ევროპის იდეალის, მჯერა იმ ადამიანის უფლებების, იმ ტოლერანტობის… ეს მართლა ძვირფასი რაღაცაა და ასეთივე მინდა საქართველოსთვის“, – თქვა მან.