„მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები… მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, რომელიც უკვე დაცემულია”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით თუ ა.შ. ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, მიკითხავენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, რომელიც უკვე დაცემულია”, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მე მაინტერესებს, ეს ადამიანები სად იყვნენ 2007 წლის მერე? ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაც იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაც სხვა თანამდებობებზე და აღარ მინდა ეს პერსონალური გავხადო. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს, რას მასწავლიან, მაინტერესებს. თუნდაც ის ოთხეული, რომელიც დარბის იქით-აქეთ.
…მერე მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, იცით, რომ კარიერა იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა ა ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად.
აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც უნდა იყოს. ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.