მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები იჯარის გადასახადის განახევრებას ითხოვენ

პუბლიკა

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა ავრცელებს ინფორმაცია, რომ სადგურის მოედანზე მიმდინარეობს მეორადი ტანსაცმელების ბაზრობის მოვაჭრეების გაფიცვა.

მოვაჭრეები მერიას, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენამდე, იჯარის გადასახადის განახევრებას სთხოვენ.

მოვაჭრეების თქმით, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტი აიკრძალა, ხალხი ბაზრობაზე აღარ დადის, ადმინისტრაცია კი ანგარიშს არ უწევს.

როგორც მოვაჭრეები მედიასთან ამბობენ, ისინი პროტესტის გაგრძელებას და ხვალ მერიასთან მისვლას გეგმავენ.