მეორე დღეა მცხეთაში, მდინარე მტკვარში ქალს ეძებენ

პუბლიკა

მცხეთაში, მდინარე მტკვარში მეორე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური შტაბი და სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.