„მეორე დოზას მიიღებს ყველა“ - NCDC-ის პასუხი შეკითხვაზე, რატომ გადავდდა AstraZeneca-ის ვაქცინა

პუბლიკა

მოქალაქეებმა, რომლებსაც AstraZeneca-ის ვაქცინის მეორე დოზაზე არიან დარეგისტრირებულნი, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო მათი ჯავშანი გადავადებულია.

„AstraZeneca-ის ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო თქვენი ჯავშანი გადავადებულია.  ახალ თარიღთან დაკავშირებით მოგეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია“, – წერია მოქალაქეებისადმი გაგზავნილ წერილში.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს კითხვით – რამ გამოიწვია ვაქცინის მოწოდების შეფერხება. NCDC-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ „AstraZeneca-ის ვაქცინის მეორე დოზას მიიღებს ყველა“.