მეორე ტურია ოლქების 31%-ში, ეს მისასალმებელია და დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს უსვამს ხაზს - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში და დამკვირვებლებმა ის ცალსახად წარმატებულად შეაფასეს.

ღარიბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მართალია, მუნიციპალიტეტების 31%-ში დაინიშნა მეორე ტური, თუმცა საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური ოლქების უფრო მეტ ნაწილში, 56%-ში გაიმართა. ეს კი დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს უსვამს ხაზს, რაც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა.

„ოპოზიციამ ვერ შესძლო მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას.

64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები, აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში.

შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ ქართული ოცნების ძალისხმევით შეიქმნა.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები მეორე ტურებში 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.