მექსიკაში მეტროს მატარებლის ესტაკადა ჩამოინგრა, დაღუპულია 23 ადამიანი

პუბლიკა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ორშაბათს ღამით მეტროს მატარებლის ესტაკადა ჩამოინგრა. როგორც CNN ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილია 23 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, 79 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტის დროს მატარებელი ქალაქის სწრაფ სატრანზიტო სისტემის ზედა, ამაღლებულ ნაწილზე, ახალ მე-12 ხაზზე მოძრაობდა, რომელიც ოქროს ხაზის სახელწოდებით არის ცნობილი.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად მოწვეულნი იქნებიან საერთაშორორისო ექსპერტები.

როგორც BBC წერს, ადგილობრივი პროფკავშივრების წარმომადგენელი ფერნანდო ესპინო აცხადებს, რომ კატასტროფის მიზეზი შესაძლოა მეტროს ხაზის მშენებლობის ხარვეზი იყოს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ 2017 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ კონსტრუქციას გაუჭდა ბზარები, რომელიც შემდეგში შეაკეთეს. მეხიკოს მეტრო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია მგზავრებით.