მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა

პუბლიკა

მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.

მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.