მერაბ ნინიძე ბრიტანული დაჯილდოების, BIFA-ს ნომინანტად დასახელდა

პუბლიკა

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტია. ნინიძე ნომინირებულია ფილმ The Courier-ში, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

მერაბ ნინიძე ახალ ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს. რეჟისორ დომენიკ კუკის ფილმი The Courier მაყურებლისთვის ასევე ცნობილია სათაურით Ironbark.

როგორც გამოცემა Variety წერს, სულ არის 17 ნომინაცია და ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების გამარჯვებულები 2021 წლის თებერვალში დასახელდებიან. პრემია BIFA 16 ნომინაციაში გაიცემა.