მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

პუბლიკა

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმის კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო 5 წლით მერაბ ტურავა იქნება.

ტურავას პლენუმის 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატმა, ირინა იმერლიშვილმა ოთხი ხმა მიიღო.

საკონსტიტუციოს თავმჯდომარის თანამდებობა 15 ივნისიდან ვაკანტურია, როცა ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.