„მე მის ადგილს პოლიტიკაში ვერ ვხედავ“, – ასე უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, სოფო ზურაბიანს შეკითხვაზე, თუ როგორ ხედავს მის ადგილს ოპოზიციის ფლანგზე.
„მან შეიძლება მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მწვერვალზე ასვლა“, – თქვა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.
ის ამბობს, რომ საერთო ოპოზიციური ფორმატით მისი კანდიდატურის დასახელების ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგი იქნება.