მერცი მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-სგან შეისყიდოს „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემები უკრაინისთვის

პუბლიკა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მსურველთა კოალიცია, ათანხმებს დამატებითი დახმარების მობილიზებას უკრაინისთვის.

„რათა ადამიანები უკეთ დავიცვათ. რათა,  გავზარდოთ მოლაპარაკებით გადაწყვეტის შანსი“, – წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინელების გვერდით. ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს ჩვენი საკუთარი ინტერესის გამოც: ევროპაში თავისუფლების საერთო პოლიტიკური წესრიგისთვის, ბაზრების თავისუფლებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის და ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის. გერმანიის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინასთან“, – აცხადებს მერცი.

„მე მჭიდრო კონტაქტში ვარ აშშ-ის მთავრობასა და პრეზიდენტ ტრამპთან. ასევე მზად ვართ აშშ-სგან შევისყიდოთ „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემები, რომ ისინი ხელმისაწვდომი გავხადოთ უკრაინისთვის“, – ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ დღეს რომში „უკრაინის აღდგენის კონფერენცია“ გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მსოფლიოს სხვა ლიდერები მონაწილეობენ.