თბილისის მერმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საჩივარზე გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის თაობაზე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება წარადგინა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე იასაუბრა. მისი თქმით, მერია გაზრდის თუ შეამცირებს ჯარიმებს, ამ მექანიზმს ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი ბოლომდე არ მივიდა.
კალაძის თქმით, თუკი მოქალაქე ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება და ატვირთვიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
„ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევს მხარდაჭერისთვის. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირიადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად” – აღნიშნულია მერიის პრესრელიზში.
როგორც სხდომაზე ითქვა, კანონპროექტს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა და დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი მიიღებენ კონკრეტული წესს, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.