მერია: ძუძუს კიბოს სამკურნალო წამლების პროგრამის მოსარგებლეები სრულად დაფინანსდებიან

პუბლიკა

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით დააფინანსებს.

მანამდე არსებული პროგრამით, აღნიშნული მედიკამენტები სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ – 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ5 340 ლარით.