მერია გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოსავლენად ფოტოხაფანგებს ყიდულობს

პუბლიკა

თბილისის მერიამ  მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურისთვის ფოტოხაფანგების შესყიდვაზე ტენდერი 29 აპრილს გამოაცხადა. წინადადების მიღების ვადა კი დღეს ამოიწურა.

ტენდერი 30 ცალი ფოტოხაფანგის შესყიდვას გულისხმობს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 75 000 ლარია.

დოკუმენტში აღწერილი პარამეტრების მიხედვით, ფოტოხაფანგს დღე/ღამის პირობებში უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე.

„კანონდარღვევების გამოსავლენად აუცილებელია ამგვარი ფოტოხაფანგების დამონტაჟება. ხშირია გარემოს დაბინძურების ფაქტები, დიდი სატვირთო მანქანებით გარკვეულ ტერიტორიებზე მიაქვთ სამშენებლო ნაგავი და ტოვებენ, აქედან გამომდინარე საჭიროა ასეთი ფოტოხაფანგები“, – განუცხადეს „პუბლიკას“ თბილისის მერიაში.