მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით აუქციონს გამოაცხადებს

პუბლიკა

თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე არც ნორმალური რეკონსტუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა, ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი – თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მთელი რიგი პრობლემები შეექმნა მუნიციპალიტეტს – 150 მლნ გვაქვს საშემოსავლო ნაწილში და 50 მლნ ჩამოგვეჭრა, რომელიც სხვადასხვა პრიორიტეტისთვის გადანაწილდა. ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ. მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, პრივატიზებისას აღნიშნული შენობების პროფილი და თანამშრომლები მუდმივად შენარჩუნეს.

„პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ სტატუსი იყოს შენარჩუნებული და ასევე – თანამშრომლების. პოლიკლინიკების გასხვისება ისე უნდა მოხდეს, რომ პოლიკლინიკის სტატუსი შენარჩუნებული იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

 

შპს. თბილისის N4 საოჯახო სამედიცინო ცენტრი 2
შპს. თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფო 1
შპს. თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფო 6

 

შპს.თბილისის N3 სამკურნალო პროფილაკტიკური ცენტრი 2