თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო.
„პუბლიკას“ აღნიშნული ინფორმაცია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაუდასტურა. მათი ცნობით, ეს ტერიტორია არის დედაქალაქის საკუთრება. მასზე კი განთავსებულია 5 უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა.
მერიის ცნობით, მოსახლეობას მიეცა გაფრთხილება, რომ დაეშალათ შენობა-ნაგებობები, დღეს კი გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყეს.