მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბლიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა

პუბლიკა

თბილისის მერია აცხადებს ტენდერებს, რომლის მიხედვითაც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს.

ტენდერები 24 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 14 იანვარს უნდა დარსულდეს.

24 დეკემბერს გამოცხადებული ტანდერები ნაწილ-ნაწილ მოიცავს გამზირს.

4 382 808 – იანი ტენდერი ეხება თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე  მონაკვეთს.

8 464 123 – იანი  – მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთს.

8 781045 – იანი ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით მოაკვეთს 

6 812435- იანი ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთს.

ტენდერების საერთო ღირებულება 28 მილიონს აღემატება.


შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ.