მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გადავლილია.

„მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია და დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ. ჩატარებულია სულ მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული 149 191 აცრა, სრულად აცრილია (ორი დოზითაა აცრილი) 33 718 ადამიანი, მხოლოდ ერთი დოზით აცრილია 115 473 ადამიანი“,- აცხადებს გამყრელიძე.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 603 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 954  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 896 პირი, გარდაიცვალა 30 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  3.12 %.