მეშინია, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ის იყო 3 თვის წინ - კრამონი

პუბლიკა

„მეშინია, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ის იყო 3 თვის წინ , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით დამაზიანებელი ნაბიჯი. მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო გადავწყვიტე გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში.

19 აპრილის შეთანხმება იყო და არის საფუძველი ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის აქტიურობისა საქართველოს პარლამენტში და მეტსაც გეტყვი, პირველად არ არღვევს ნდობას და „ქართულ ოცნებას“ ისეთ სუბიექტად აქცევს, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება და არ არის სანდო. შეთანხმებიდან გამოსვლის გამართლება არადამაჯერებელი და არასერიოზულია. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას“, – განაცხადა ფიოლა ფონ კრამონმა.