„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებით, მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტის მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.
როგორც კომპანია იუწყება, დატაცების ფაქტი მესტიის პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო „ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარია და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ, დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას კვლავ მწყობრიდან გამოყავს“, – აღნიშნავს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებაში.
კომპანიისავე ცნობით, მათ თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება და
ენერგო-პრო ჯორჯია სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს აღნიშნული ფაქტების აღმოჩენის პროცესი.