მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა, შემთხვევის ადგილზე ერთ ადამიანს ეძებენ

პუბლიკა
შსს სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.
მაშველებმა ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.