ეკონომიკის და მდგრადი განვითარების საამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „TV პირველმა“ ერთ-ერთ გადაცემაში გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა – მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ.
„ვაცხადებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ღვებალდის და გვალდერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშრობული ოქრო) შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გაცემაზე, 2022 წლის 15 თებერვალს გამართული ელექტრონული აუქციონის შედეგად, ლიცენზია არ გაცემულა, “- ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ „TV პირველის“ გადაცემა „მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი – „სვანური ოქროს მოპოვების უფლება საქაღთველოს მთავრობამ რუსებს გადასცა”. სიუჟეტში ნათქვამია, რომ სვანეთში 80 ჰა ტერიტორია მთავრობამ, რუსეთის მოქალაქის კომპანიას გადასცა.