მესტიაში, სოფელ ლატალთან კლდის ნაწილი ჩამოინგრა, ჩახერგილია საავტომობილო გზა

პუბლიკა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან უხვი ნალექის გამო კლდე ჩამოიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, კლდის ჩამონგრევისას ჩაიხერგა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები.

„პუბლიკას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა, სავარაუდოდ, საათ-ნახევარში აღდგება.