21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
„აღნიშნულ 2 სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და ვითარებიდან გამომდინარე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბრიფინგზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.