მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილის მძღოლს ეძებენ

პუბლიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში ავტომანქანა გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში მამაკაცს ეძებენ.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.