Meta-მ პარასკევს განაცხადა, რომ 20 ოქტომბრის არჩევნებამდე წაშალა ყალბი ანგარიშების ქსელი, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში რუსულენოვან მოსახლეობას. Facebook-ის მფლობელი კომპანიის განცხადებით, წაშლილი გვერდები არღვევდნენ კომპანიის პოლიტიკას ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ტარდება რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაბლოკეს ათობით „ტელეგრამის არხი“ და „ჩატბოტები“, რომლებიც ცდილობდნენ ამომრჩევლების მოსყიდვას, რეფერენდუმზე „არა-ს“ დაწერის სანაცვლოდ. ეროვნულმა საგამოძიებო ინსპექციამ განაცხადა, რომ დაბლოკა Telegram-ის აპლიკაციის 15 არხი და 95 „ბოტი“.
Meta-ს ყალბი ანგარიშები აქვეყნებდნენ კრიტიკული შინაარსის მასალას მაია სანდუს, ევროკავშირის მომხრე პოლიტიკოსებისა და მოლდოვასა და რუმინეთს შორის მჭიდრო კავშირების მიმართ, მხარს უჭერდნენ პრორუსულ პარტიებს მოლდოვაში, განაცხადა კომპანიამ.
კომპანიის თქმით, მისი მოქმედება ორიენტირებული იყო ათეულობით ფიქტიურ, რუსულენოვან საინფორმაციო ბრენდზე, რომლებიც დამოუკიდებელ სუბიექტებს წარმოადგენდნენ, მრავალ ინტერნეტ სერვისზე ყოფნით, მათ შორის Meta-ს საკუთრებაში არსებული Facebook და Instagram, ასევე Telegram, OK.ru და TikTok.
„მეტამ“ თქვა, რომ წაშალა 7 Facebook ანგარიში, 23 გვერდი, ერთი ჯგუფი და 20 Instargam-ის ანგარიში, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის პოლიტიკის“ დარღვევის გამო. მათივე ცნობით, 4 200 ანგარიშს ჰქონდა გამოწერილი 23 ყალბი გვერდიდან ერთი, ან მეტი, დაახლოებით 335 000 „ექაუნთი“ იწერდა ერთ ან მეტ „ინსტაგრამის“ ანგარიშს.