Meta-ს ანგარიშის თანახმად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს „ქართულ ოცნებას” რუსული არაავთენტური ქსელი უჭერდა მხარს.
კომპანიამ დოკუმენტი დღეს, 15 აგვისტოს გამოაქვეყნა.
Meta აცხადებს, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი. Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
გამოქვეყნებულ ანგარიშში კომპანია წერს, რომ ეს ქსელი მუშაობდა ახალი ამბების ფიქტიური ვებსაიტების დახმარებით, რომლებსაც გქონდათ შესაბამისი ბრენდირება და ორიენტირებული იყო ამ კამპანიის სამიზნე ქვეყნებზე.
Meta ასევე აცხადებს, რომ რუსული არაავთენტური ქსელი იყენებდა მრავალ ინტერნეტ სერვისს, მათ შორის, Meta-ს, YouTube-ს, Telegram-სა და TikTok-ს, რათა უფრო ლეგიტიმურები გამოჩენილიყვნენ და შეეძლოთ, გამკლავებოდნენ პლატფორმების მკვლევრების მხრიდან შემოწმებას.
Meta-ს ამ აღნიშნული რეპორტის წერის დროისთვის ეს ფიქტიური ახალი ამბების ვებსაიტები აგრძელებენ ფუნქციონირებას და აქვეყნებენ პოლიტიკურ „ახალი ამბებს“ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
საქართველოში ისინი აქვეყნებდნენ „ინფორმაციებს” „უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის” საპროტესტო აქციების შესახებ, ისინი აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.
Meta აცხადებს, რომ ქსელი „სამართლიან არჩევნებთან” – ISFED-თან თანამშრომლობით აღმოაჩინეს.