მეტადონის პროგრამაში ჩართულ პირებს 5 დღის დოზას სახლში გაატანენ – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მუშაობს დეტალურ სიებსა და საჭიროებებზე, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო პროგრამაში ჩართულ ადამიანებს აქვთ. მათ შორის, მეტადონის პროგრამაში ჩართულ ადამიანებს. მისი თქმით, მეტადონის პროგრამისთვის გამონაკლისი დაიშვა.

„მეტადონის პროგრამისთვის უკვე არის დაშვებული გამონაკლისის სახით გარკვეული პირობები, რაც ითვალისწინებს მედიკამენტების შედარებით უფრო მომატებული დოზის ბინაზე გატანებას, 5-დღიანი პერიოდისთვის. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინდივიდუალურად ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო და არც ერთ პაციენტს არ შეექმნება პრობლება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.