15-16 მარტის ღამეს მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი ავტომობილი გადავარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვსი სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, მაშველებმა ავტომობილში მყოფი მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო-კადრები თვითმხილველებმა გაავრცელეს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეტეხის ხიდიდან ავტომობილის გადავარდნის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.