„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში” – პარტია „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანის პრეზენტაცია გამართა.
როგორც მან facebook-ჩართვისას თქვა, ახალი სლოგანი გამომდინარეობს წინა საარჩევნო სლოგანიდან – „სიცოცხლით სავსე ქალაქი” – „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელიც შეიქმნა”.
„პირადად მე და ყველა ის ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტში მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მზად ვართ, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ მეტი მწვანე სივრცე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ მეტი სპორტული მოედანი გავაჩინოთ ყველა უბანში, რომ მეტი განახლებული ავტობუსი და მირკორავტობუსი მოძრაობდეს დედაქალაქში, იმისთვის, რომ მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ”, – განაცხადა კალაძემ facebook-ჩართვისას.