„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, - „სირცხვილია“ კალაძის საარჩევნო სლოგანს პოსტერებით ეხმაურება

პუბლიკა

„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – დღეს, 22 ივლისს პარტია „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანის პრეზენტაცია გამართა. სლოგანს სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილია“ გამოეხმაურა.

Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ საპროტესტო პოსტერებზე კალაძის საარჩევნო სლოგანი 5 ივლისის ძალადობის ამსახველ ფოტოებზე წერია.


„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად 20 ივლისს წარადგინა. სლოგანის პრეზენტაცია კი დღეს, 22 ივლისს გამართა.