მეთიუ მილერი: მიგვაჩნია, რომ ეს კანონი აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ რუსული კანონი, რომელსაც საქართველოში განიხილავენ ,,ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს”.

ასევე, ამ კანონის მიღება, მილერის თქმით, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ქვეყანას სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს.

მილერს ჰკითხეს საქნციებზეც, რაზეც არ უსაუბრია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ… სანქციების თაობაზე რაიმე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.