მეთიუ მილერი: მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ არჩევნებში მხოლოდ ქართველმა ხალხლმა მიიღოს გადაწყვეტილება. მილერმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე

„ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა (IPN-ის თარგმანი).