მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმის შესახებ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმის შესახებ ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძემ დაწერა, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“.

„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“, – განაცხადა მილერმა.

Facebook-ზე გავრცელებულ ქართულენოვან განცხადებაში ირაკლი კობახიძემ ტრამპზე თავდასხმა გლობალური ომის პარტიას დაუკავშირა.

„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“, – დაწერა მან Facebook-ზე.