მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას.

მიზეზი საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზია.

,,ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეულ სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს”, – წერია განცხადებაში.