მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება - სატრანსპორტო კომპანია

პუბლიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას.

კომპანიის განცხადებით, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“.

„ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს“, – აცხადებს კომპანია.