„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა. მან სხდომათა დარბაზთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ხარებას“ ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. „ისინი მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ მე „დამნაშავე და ცუდი ადამიანი ვარ“ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ.”
„ხარებას ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა, რომ მე დამნაშავე, ცუდი ადამიანი ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ და ცხადია, ამის ფუფუნება მე მათ არ მივეცი და ამის გამო შესაბამისადაც გამოვიყურები. თუმცა ეს არაფერი არ არის იმასთან, რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო ეს არ არის პარტიული ნიშანი, ეს პარტია არ მომწონს, ის არ მომწონს – ყველას შეგეხებათ ეს უსამართლობა. ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის გამოიყენეთ პოლიტიკოსები მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. უმრავლესობის წევრები თუ შეძლებენ მეორე თვალში ჩახედვას არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთში მაინც შემომხედონ”, – თქვა ხაბეიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში და წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.