მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 4 წლით იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, შეურაცხადობის გამო მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და მას 4 წლით იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა.

„ბრალდებულმა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე, მან დაარღვია მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, და 23 მაისს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს…

გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული შეურაცხადია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით მოთავსებული იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.