მეზიზღება ყველა კანონი, რომელიც შეაფერხებს ჩემს ქვეყანას ევროპისაკენ მიმავალ გზაზე - ვარსიმაშვილი

პუბლიკა

რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ეზიზღება ყველა კანონი, რომელიც საქართველოს შეაფერხებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

„მეზიზღება ყველა კანონი, ნებისმიერი ქმედება და სიტყვა, რომელიც ოდნავ მაინც შეაფერხებს ჩემს ქვეყანას ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. პარლამენტის ფანჯარაში გადმოყუდებული წითელკურტკიანი ჩემი შვილია კამერით, “- წერს ის და ფოტო ურთავს პოსტს.

პარლამენტმა დღეს დაუგეგმავად განიხილა და კენჭიც უყარა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.

მოქალაქეები პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ პარლამენტთან. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.