პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს”, რომლის მთავარი მიზანი ხმების დაცვა იქნება.
„პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა. ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც პერიოდულად, საზოგადოებასაც გავუზიარებთ, გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და „ოცნების“ ტყუილებს.
რაც უფრო გაიზრდება პარტნიორების დახმარება არჩევნების დაცვის მიმართულებით, გაიზრდება ხელისუფლების ტყუილები, დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ და კონსპირაციები „გლობალური ომის პარტიაზე“ ერთადერთი მიზნით: მიაღწიონ მანიპულირებული შედეგების ლეგიტიმაციას. აღნიშნულის ნათელი დასტურია დღეს კობახიძის რეაქცია.
შესაბამისად, ახლა თითოეული ადგილობრივი პოლიტიკური თუ სხვა აქტორის მთავარი ამოცანა არჩევნების დაცვა უნდა იყოს, რომლის გაყალბების კომპლექსური პროცესი „ოცნებას“ დიდი ხანია დაწყებული აქვს”, – განაცხადა მან.
გუშინ, 23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. თავის გამოსვლებში კონგრესმენებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნება” და აღნიშნეს, რომ მათი ქმედებები აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის არჩევანს.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს მთავრობისთვის გამოყოფილი პროგრამების დაფინანსებების გადამისამართებას ან შეჩერებას.
ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების არჩევნების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.