MFC-ის თანათავმჯდომარეები: ვგმობთ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას

პუბლიკა

მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ და უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ, პროევროპული საპროტესტო აქციებზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ ძალის გადამეტების, ძალადობისა და დაკავებების გამო.

განცხადება ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონაცემებს 28 ნოემბრის შემდეგ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებზე.

„ჩვენ ვგმობთ, ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას. მათ უნდა შეეძლოთ საზოგადოების ინფორმირება ძალადობისა და ხელის შეშლის შიშის გარეშე. ძალადობისა და მუქარის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.