მგონია, ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს, სააკაშვილს შეიწყალებდა და შეიძლება გიული ალასანიასთანაც მისულიყო - ნატო ჩხეიძე

პუბლიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურად  სწორი იქნება  თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, ეს ვითარების განმუხტვას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, ის ვარაუდობს, რომ ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს და მის ხელში იყოს სააკაშვილის შეწყალების ბერკეტები, ის აუცილებლად შეიწყალებდა სააკაშვილს.

„მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. როდესაც მან თქვა, რომ არ შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს, არა და არასოდეს, იმიტომ, რომ მე კარგად მახსოვს გირგვლიანის დედის თვალებიო, იქნება ახლა საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილის დედის თვალებსაც შეხედოს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. მე ისიც მგონია, რომ ახლა ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს და მის ხელში იყოს სააკაშვილის შეწყალების ბერკეტები, აუცილებლად შეიწყალებდა ირინა ენუქიძე სააკაშვილს და მერე შეიძლება გიული ალსანიასთანაც მისულიყო კიდეც. ვვარაუდობ, რადგან ჩვენი ქვეყანა ვეფხვისა და მოყმის ბალადიდან მოდის, სხვათა შორის არ მთავრდება ოლღა გურამიშვილით, ეს გრძელდება“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.