მიჭერდი, ბოლო ბოლო, და ცოტა ხანი რო შეგაკავო, არ შეიძლება? – მელიასა და ოდიშარიას შორის დაპირისპირება მოხდა

პუბლიკა

პარლამენტის ეზოს გავლით უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტის შენობაში შედიან. ოპოზიციის წარმომადგენლები სასტვენებით და შეძახილებით ხვდებიან უმრავლესობის წარმომადგენლებს და, როგორც თავად განმარტავენ, ამ გზით ცდილობენ მათთვის დისკომფრტის შექმნას. დღეს პარლამენტში პლენარული სხდომაა დაგეგმილი. სხდომის დაწყებამდე პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რკინის კონსტრუქციებით გადაკეტა.

ნიკა მელიასა და უმრავლესობის დეპუტატ ბექა ოდიაშარიას შორის პარლამენტის ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მელიას თქმით, ოდიშარია ის დეპუტატია, რომელმაც მისთვის პარლამენტარის იმუნიტეტის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.

დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.