„ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა. მიცნეს, მომვარდნენ, მემუქრებოდნენ, პოლიცია არაფერს აკეთებდა მათ შესაჩერებლად. ყველაფერი აჩვენებდა, რომ შეიძლებოდა, გავმხდარიყავი თავდასხმის მსხვერპლი. სრულიად შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე. რაღაც მძიმე საგანი მომხვდა, სავარაუდოდ ქვა“. – განუცხადა ანი სუბელიანმა ჟურნალისტებს. ის ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაშია და ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ.
„პუბლიკა“ ანი სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.